თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა შორის ქართველები არ არიან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან, თუმცა, რამდენიმე მათგანი დაშავდა. ტრაგედიის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა და მთავრობამ თურქეთს სამძიმარი გამოუცხადეს და დახმარება შესთავაზეს.