მოსკოვში რუსეთისა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრა იმართება

რუსეთის პრეზდენტი, დმიტრი მედვედევი შეხვედრას მართავს სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან, ამ უკანასკნელის მოსკოვში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. როგორც ვარაუდობენ, მოლაპარაკების საგანი იქნება მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გადაჭრის გზების ძიება. რუსეთი, აშშ-სთან და საფრანგეთთან ერთად - სათავეში უდგას ეუთოს მინსკის ჯგუფს რომელიც მიზნად ამ კონფლიქტის მოგვარებას ისახავს. ამასთან, რუსეთი სომხეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორიც არის. როგორც ვარაუდეობენ, პრეზიდენტები ამ სფეროში თანამშრომლობი გაღრმავებაზეც ისაუბრებენ.