გერმანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროს გადარჩენის ფონდის გაძლიერებას

გერმანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა გეგმას, რომელიც ითვალისწინებს ევროს მოქმედების ზონის გადარჩენის ფონდის ეფექტიანობის გაზრდას. 503 ხმით 89-ის წინააღმდეგ კანონმდებლებმა ხმა მისცეს 440 მილიარდი ევროსგან შემდგარი ფონდის გაძლიერებას. ეს გადაწყვეტილება გერმანიის კაცლერს, ანგელა მერკელს საშუალებას აძლევს ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშირის სამიტზე კონკრეტული ნაბიჯები გადადგას შეთანხმების მიღწევის მიზნით.