ჯეიმს აპატურაი დაესწრო თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის გახსნას

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე სელესტ ვალანდერი, რომელიც დღეს შეხვდა ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძეს და თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას. კონფერენციის გახსნას დაესწრო სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი. საინფორმაციო სააგენტოებს მოჰყავთ აპატურაის განცხადება იმის შესახებ, რომ ნატო არ ცვლის საქართველოსთან თანამშრომლობის პრინციპებს და ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ჯეიმს აპატურაიმ აღნიშნა, რომ ნატოში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია თავდაცვის, სასამართლო სისტემისა და საარჩევნო რეფორმები. ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, მომავალი არჩევნები იქნება მნიშვნელოვანი გამოცდა დემოკრატიული რეფორმების პროგრესისთვის.