ლიბიის მთავრობა ადასტურებს ქვეყანაში ქიმიური იარაღის არსებობას

ლიბიის გარდამავალი მთავრობის მეთაურმა დაადასტურა ქვეყანაში ქიმიური იარაღის არსებობა და განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში ლიბიაში უცხოელი ინსპექტორები ჩავლენ. დროებითმა პრემიერ-მინისტრ მაჰმუდ ჯიბრილის განცხადებით, ლიბიის ინტერესებში არ შედის ქიმიური იარაღის ფლობა.