ბიძინა ივანიშვილის სარჩელის გამო შესაგებელს ამზადებს რეესტრის სააგენტო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის სარჩელის გამო შესაგებელს ამზადებს და სასამართლოს ორშაბათს წარუდგენს. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ დღეს სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ შესაგებელში დასაბუთებული იქნება ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა.