სირიაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა

სირიის ქალაქ ჰომსში პოლიციასთან შეტაკებების დროს მოკლულია სამი დემონსტრანტი, კიდევ ერთი სამოქალაქო პირი მოკლეს ქალაქ ჰამაში. ამის შესახებ სირიელი უფლებადამცველები იტყობინებიან. ინციდენტები მოხდა ანტისამთავრობო დემონსტრაციების დროს. სირიის ადამიანის უფლებების დამცველთა ცნობით, შაბათს ჰომში უშიშროების ძალებთან შეტაკებებში 20 ადამიანი დაიღუპა. არაბული ლიგის გენერალურმა მდივანმა ნაბილ ალ-არაბიმ შაბათს გააფრთხილა დამასკი, რომ ძალადობის შემდგომ გაგრძელებას „კატასტროფული შედეგები“ ექნება პრეზიდენტ ბაშარ ასადის ამჟამინდელი რეჟიმისთვის.