ბაღდადის ბაზარში აფეთქებების შედეგად სულ ცოტა 10 ადამიანი დაიღუპა

ბაღდადის ერთ-ერთ ბაზარში სამი აფეთქების შედეგად სულ ცოტა 8 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა. აფეთქებები მოხდა მსხვერპლშეწირვის ისლამური დღესასწაულის პირველ დღეს, რამდენიმე საათის შემდეგ მას მერე, რაც ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიქიმ უშიშროების ძალებს მოუწოდა, გააორმაგონ სიფხიზლე ტერაქტების საფრთხესთან დაკავშირებით. გუშინ ოთხი აფეთქება მოხდა ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ თაჯიში. აფეთქებები მოხდა პროსამთავრობო შეიარაღებული ფორმირების ლიდერის, იასინ ისა დაუდის სახლთან. დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის დაუდის ძმა და მეუღლე. თავად დაუდი არ დაშავებულა.