რუსეთის მრავალ ქალაქში ჩატარდა კომუნისტების აქციები, 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის მორიგ წლისთავთან დაკავშირებით. მოსკოვში ჩატარდა კომუნისტების მხარდამჭერთა სვლა კარლ მარქსის ძეგლისაგან, პეტერბურგში კი აქციის მონაწილეებმა კრეისერ "ავრორას" მიაშურეს. ირკუსტკიდან გავრცელებული ცნობებით, დემონსტრაციაზე, რომელშიც 400-მდე ადამიანი მონაწილეობდა, მოითხოვეს პრეზიდენტ დმიტრი მედვედევისა და პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის გადადგომა. აქციები სანქცირებული იყო.