დედამიწას მსხვილმა ასტეროიდმა ჩაუარა

დედამიწას მსხვილი ასტეროიდი 322 ათასი კილომეტრამდე მიუახლოვდა. მისი დიამეტრი დაახლოებით 400 მეტრია. ასტეროიდი რაიმე სახის საფრთხეს არ წარმოქმნის. ეს ყველაზე მსხვილი მსგავსი ობიექტია, რომელიც დედამიწას 1976 წლის შემდეგ მიახლოვებია.