სააკაშვილის თქმით, მას არ აინტერესებს პრემიერ-მინისტრობა

ევროკავშირის საინფორმაციო ვებსაიტზე (euractiv.com) გამოქვეყნდა ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტთან, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებებზეც საუბრობს. შეკითხვას, აპირებს თუ არა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერ-მინისტრობას, მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, რომ ახალი კონსტიტუციით, რომელიც 2013 წლიდან ამოქმედდება, საქართველოს პრეზიდენტი მნიშვნელოვან ძალაუფლებას ინარჩუნებს და პრემიერ-მინისტრიც მნიშვნელოვანია, მაგრამ მთლიანად დამოკიდებულია პარლამენტზე და არცთუ საინტერესო თანამდებობაა ადამიანისთვის, რომელიც ამჟამად პრეზიდენტია. როგორც Civil.ge იუწყება, მიხეილ სააკაშვილის მსგავსი განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არც უარყო და არც დაადასტურა.