სოხუმი საქართველოსა და მოსკოვს შორის ხელმოწერილ შეთანხმებას გამოეხმაურა

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გასაწევრიანებლად მოსკოვისა და თბილისის შეთანხმებას გამოეხმაურა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია. მისი განცხადებით, აფხაზეთის ხელისუფლება არ დაუშვებს რესპუბლიკის ტერიტორიაზე არანაირი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ყოფნას. დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოსკოვთან გამართული კონსულტაციების საფუძველზე აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციას საკუთარ ტერიტორიაზე საერთაშორისო აუდიტზე თანხმობით, ეჭვქვეშ არ დაუყენებია აფხაზეთის სუვერენიტეტი და სახელმწიფოდ მისი აღიარების აქტი.