ბათუმში გაემგზავრა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაცია

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაციამ თბილისში შეხვედრები დაასრულა და ბათუმში გაემგზავრა. საქართველოს პრეზიდენტთან ნატოს გენერალური მდივნისა და ალიანსის წევრი სახელმწიფოების ელჩების შეხვედრის შემდეგ, ბათუმში გაიმართება ანდერს ფოგ რასმუსენის და მიხეილ სააკაშვილის ერთობლივი პრესკონფერენცია.