თურქეთმა იერიშით გაათავისუფლა გატაცებული ბორანი

თურქეთის სპეცდანიშნულების ძალებმა იერიში მიიტანეს პარასკევს გატაცებულ ბორანზე და მოკლეს გამტაცებელი, რომელიც მარტო მოქმედებდა. ხელისუფლების ინფორმაციით, ოპერაციის შედეგად ბორანზე მყოფი 18 მძევლიდან არც ერთი არ დაშავებულა. ოპერაცია სტამბულის სანაპიროსთან ახლოს განხორციელდა. სტამბულის პროვინციის ხელისუფლების ინფორმაციით, გამოძიება სწავლობს ჰქონდა თუ არა გამტაცებელს ასაფეთქებელი ნივთიერება. წინასწარი ინფორმაციით, ბორანი სახელწოდებით „კატრიფე“ ქურთისტანის მუშათა პარტიის 5 წევრმა გაიტაცა პორტ იზმიტიდან გასვლის შემდეგ, ხოლო ერთ-ერთმა განაცხადა, რომ მას ბომბი აქვს.