14 ნოემბერს აღინიშნება დიაბეტთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

14 ნოემბერს მსოფლიო დიაბეტთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. თბილისში ამასთან დაკავშირებით დღეს, დიაბეტის ეროვნული ცენტრის ბაზაზე გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია საქართველოში დიაბეტის მართვისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დანერგვის შესახებ. გაიმართება ასევე დიაბეტის კვლევის ეროვნული ცენტრის პრეზენტაცია.