ილია მეორე და ბიძინა ივანიშვილი კმაყოფილი არიან შეხვედრით

თბილისში გაიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის შეხვედრა ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილთან. შეხვედრის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერმა განაცხადა, რომ ისაუბრეს „ბევრ საკითხზე, განსაკუთრებით საქართველოს მომავალსა და დღევანდელ დღეზე. ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება“. საპატრიარქოში გამართული შეხვედრა დადებითად შეაფასა ბიძინა ივანიშვილმაც. „მივიღე ბევრი რჩევა, რომელსაც გავითვალისწინებ და რომლებიც დამეხმარება ჩემს მომავალ მოღვაწეობაში“, განაცხადა ივანიშვილმა. ცნობებში არ არის დაზუსტებული, რა კონკრეტულ საკითხებზე ისაუბრეს საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე.