საბერძნეთი ახალი მთავრობის ნდობას უყრის კენჭს

საბერძნეთის პარლამენტი დღეს კენჭს უყრის ახალი მთავრობის ნდობის საკითხს. მთავრობას ლუკას პაპადემოსი უდგას სათავეში. კოალიციურ კაბინეტში საბერძნეთის ორი წამყვანი პოლიტიკური პარტიის - სოციალისტების და კონსერვატორების წარმომადგენლები შევიდნენ. ელიან, რომ ახალი კაბინეტს პარლამენტარების მნიშვნელოვანი უმრავლესობა დაუჭერს მხარს.