ეროვნული ბანკი „ქართუს“ წესრიგის დამყარებით ემუქრება

„თუ "ქართუ ბანკის" მესვეურები პოლიტიკას არ გაემიჯნებიან და იქ წესრიგს არ დაამყარებენ , ამ წესრიგის დამყარებას საკუთარ თავზე ეროვნული ბანკი აიღებს“,-. ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ განაცხადა. როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, არც ერთი ბანკი, როგორც ეკონომიკის ხერხემალი, არ უნდა იყოს დაკავშირებული რაიმე ტიპის პოლიტიკასთან. თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს არ მიუცია შეფასება „ქართუ ბანკის“ ინკასაციის მანქანის კონფისკაციაზე, რასაც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა პარტნიორებმა ხელისუფლების მხრიდან კერძო ბანკის განადგურების წინააღმდეგ მიმართული საშიში ქმედება უწოდა. ბანკ ქართუს" პრეზიდენტს, ნოდარ ჯავახიშვილის თქმით ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ბანკზე თავდასხმა, მისი განცხადებებიდან რამდენიმე დღეში მოაწყვეს, როდესაც ის იმ დროს "ქართუ ბანკშიც" არ იყო და საინტერესოა რის პოლიტიზებას ახდენდა. „სასაცილოა, როდესაც ბანკიდან გამოტანილ ფულის სიშავეზე ვლაპარაკობთ”, - დასძინა ჯავახიშვილმა.