პრეზიდენტი ხვალ პატიმრებს შეიწყალებს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხვალ, გიორგობასთან დაკავშირებით, პატიმრებს შეიწყალებს. ჯერ არ არის ცნობილი თუ რამდენ პატიმარს შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილი. პრეზიდენტს შეწყალების რეკომენდაციით მიმართა შეწყალების კომისიამ და საპატრიარქომ.