ერაყში, ბასრაში ბაზარზე აფეთქებას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

ერაყის სამხრეთში, ქალაქ ბასრის ბაზარზე სამი აფეთქება მოხდა. დაიღუპა სულ მცირე, ცხრა ადამიანი, დაშავდა ორმოცი. ერაყში ასეთი თავდასხმების მაქსიმალური რაოდენობა მოხდა, 2007-2008 წლებში. მათი რიცხვი მას შემდეგ შემცირდა, თუმცა დღევანდლის მსგავსი ტერაქტები ხშირად ხდება.