გაერომ ავღანეთში მისიის ახალი ხელმძღვანელი დაასახელა

ავღანეთში გაერომ თავისი მისიის ხელმძღვანელად დაასახელა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, იან კუბისი. კუბისი მისიის ხელმძღვანელობას ჩაიბარებს პირველ იანვარს, როცა საერთაშორისო ჯარი ავღანეთიდან თავისი სამხედროების გაყვანას დაიწყებს.