მერია საგაზეთო ჯიხურების წინააღმდეგ

რამდენიმე დღეა არ წყდება ვნებათაღელვა თბილისის მერიის ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით. ფართო დისკუსიებსა და საგანგებო საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტები და მკითხველები აპროტესტებენ მერიის ახალ პოლიტიკას, რომელიც საგაზეთო ჯიხურებს უკავშირდება. მერიამ პრესის გამავრცელებლებს ძველი ჯიხურების აღება მოსთხოვა და იმავე ადგილებზე ახალი ჯიხურების განთავსებისთვის აუქციონი გამოაცხადა. მედიის ნაწილმა და საზოგადოებამ ეს ინიციატივა თავისუფალ მედიასა და მცირე ბიზნესზე ზეწოლად შაფასა. რა პრობლემები აქვს დღეს ქართულ პრესას, რა წილი აქვს ამ პრობლემებში გავრცელებასთან დაკავშირებულ ამბებს და რატომ უკავშირდება ეს ყოველივე ზოგადად მედიის თავისუფლებას? ამ თემებზე საუბრობენ დღევანდელ სადისკუსიო მაგიდასთან რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომაე ია მამალაძე და მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე.

Your browser doesn’t support HTML5

ზვიად ქორიძე და ია მამალაძე