აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვდა ბირმის პრეზიდენტს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ბირმაშია. მან დღეს განაცხადა, რომ ის ”მოხარულია” ამ სახელმწიფოში პოლიტიკის ცვლილების გამო. ბირმის პრეზიდენტმა სახელმწიფო მდივანთან შეხვედრისას განაცხადა, რომ კლინტონის ვიზიტი არის ”ახალი ეტაპის” დასაწყისი აშშ-სთან ურთიერთობაში. ბოლო 50 წლის განმავლობაში ჰილარი კლინტონი აშშ-ის პირველი სახელმწიფო მდივანია, რომელიც ბირმაში ჩავიდა.