ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ "საქართველოს პრესის ასოციაციის" წარმომადგენლები

"საქართველოს პრესის ასოციაციაში" გაერთიანებული გამომცემლები და პრესის გამავრცელებლები ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაზეთ ”რეზონანსის” მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი შეშფოთებულია პრესის გავრცელების მხრივ შექმნილი პრობლემებით და სურს პრესის გავრცელების მხარდაჭერა, რომლის კონკრეტული ფორმა უახლოეს მომავალში გაირკვევა. ”დავინახეთ სერიოზული ინტერესი და მხარდაჭერა იმისა, რომ პრესა არ დარჩეს გავრცელების სისტემების გარეშე, ან არ შეიზღუდოს გავრცელება იმის გამო, რომ გაუგებარი და არასერიოზული მიზეზებით პრესის ჯიხურებს იღებენ", - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.