მოსკოვში დიდი საპროტესტო აქცია მზადდება

რუსეთში მიმდინარეობს მზადება აქციებისათვის, რომელთა მონაწილეებიც აპროტესტებენ სახელმწიფო სათათბიროში არჩევნების შედეგებს. მოსკოვში მიტინგი 10 დეკემბრისთვის არის დანიშნული. რევოლუციის მოედანზე დაგეგმილი აქცია შეთანხმებულია ხელისუფლებასთან, თუმცა განაცხადში მითითებულია, რომ მონაწილეობას აქციაში 300-მდე ადამიანი მიიღებს. აქციის ”ფეისბუკის” გვერდზე კი აქციაში მონაწილეობის მიღების სურვილი უკვე 24 ათასზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა. მსგავსი აქციები იგეგმება რუსეთის სხვა ქალაქებშიც.