რუსეთმა შესაძლოა ნატოს სამიტს ბოიკოტი გამოუცხადოს

რუსეთმა დღეს თქვა, რომ შესაძლოა ბოიკოტი გამოუცხადოს მაისში დანიშნულ ნატოს სამიტს, იმ შემთხვევაში, თუ ორი მხარე ვერ შესძლებს უთანხმოების დაძლევას ევროპაში ანტი-სარაკეტო სისტემის აგების თაობაზე ნატოს გეგმის ირგვლივ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა დღეს განაცხადა, რომ ნატოს სამიტთან მიმართებით საბოლოო გადაწყვეტილებას რუსეთი 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიიღებს - რომლითაც პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს თითქმის გარანტირებული აქვს კრემლში დაბრუნება. რიაბკოვის განცხადებას ერთი დღის უსწრებდა წინ ბრიუსელში ჩატარებული მინისტერიალი, სადაც რუსეთმა და ნატომ ვერ შესძლეს შეთანხმების მიღწევა დაგეგმილ ანტი-სარაკეტო სისტემაზე. რუსეთი შიშობს, რომ სისტემა მის ბირთვულ არსენალს დაასუსტებს და აცხადებს, რომ მისი შეშფოთების იგნორირების შემთხვევაში საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს.