რადიოჟურნალი - 909-ე გამოშვება

საქართველოს პრეზიდენტი "ლაზიკას" პროექტს განიხილავს

„მეათე სტუდიაში“ დღეს შემოგთავაზებთ სიუჟეტს ლაზიკაზე, ქალაქზე, რომლის შექმნის იდეა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წამოაყენა; ვისაუბრებთ ძველ თბილისზე, როგორ არის ის წარმოსახული ახლად გამოცემულ წიგნში "ძველი თბილისის იშვიათი ამბები", რომლის ავტორიცაა კარაპეტ გრიგორიანცი - მხატვრული და დოკუმენტური ტექსტების ავტორი, მხატვარი; შემოგთავაზებთ სიუჟეტს ცხოველთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეზე და ბოლოს ინტერვიუ ილია კაზაკთან - სეპარატისტული დნესტრისპირეთის მკვიდრთან, უფრო ზუსტად, ყოფილ მკვიდრთან. ის დნესტრისპირეთიდან გაემგზავრა მას შემდეგ, რაც ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს და მოგვიანებით შეიწყალეს.