პაკისტანის პრეზიდენტი დუბაიში კიდევ ორ კვირას დარჩება

პაკისტანის პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი მკურნალობის შემდგომი რეაბილიტაციისათვის კიდევ ორ კვირას დარჩება. ამის შესახებ პაკისტანის მთავრობის მეთაურმა იუსუფ რაზა გილანიმ განუცხადა ”ბიბისის”. ბოლო დროს 56 წლის ზარდარის პოლიტიკური მომავალი ეჭვის ქვეშ დადგა. ზარდარი დუბაიში გულის დაავადების სამკურნალოდ გაემგზავრა. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მკურნალობა წარმატებული აღმოჩნდა და პრეზიდენტი ისლამაბადში ერთ დღეში დაბრუნდებოდა.