უახლოეს ხანში გაიხსნება "ქართული ოცნების" თბილისისა და რეგიონული ოფისები

საზოგადოებრივი მოძრაობის "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრები მოძრაობის სხვადასხვა სტრუქტურაში განაწილდნენ - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო იუწყება. მისივე ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისი, რომელიც ერეკლე მეორის მოედანზე მდებარეობს, ყოველდღე დილის 10-დან 18 საათამდე მუშაობს და მოქალაქეთა რეგისტაციას აწარმოებს. პრესსამდივნის ცნობითვე, ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობის თბილისისა და რეგიონული ოფისები უახლოეს ხანში გაიხსნება.