ბელგიაში ხელყუმბარის აფეთქებას სულ მცირე ორი ადამიანი შეეწირა

ბელგიის ქალაქ ლიეჟის ცენტში მდებარე ავტობუსის გაჩერებაზე მყოფ ხალხს დღეს მინიმუმ ორმა კაცმა ცეცხლი გაუხსნა და ხელყუმბარები ესროლა - რასაც სულ მცირე 2 ადამიანის სიკვდილი და 60-ზე მეტის დაშავება მოჰყვა. პოლიციის ცნობით, დაღუპულებს შორის ერთ-ერთი თავდამსხმელია. იერიში განხორციელდა ქალაქის სასამართლოს შენობისა და ხალხმრავალი საშობაო ბაზრობის სიახლოვეს. ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ცნობებით, სულ მცირე ერთი თავდამსხმელი დააპატიმრეს. ჯერჯერობით არ ვრცელდება ცნობები თავდამსხმელთა ვინაობის ან მოტივების შესახებ.