ეგვიპტეში საპარლამენტო არჩევნების მორიგი რაუნდი იწყება

ეგვიპტეში დღეს იწყება საპარლამენტო არჩევნების მორიგი რაუნდი, რომელში მონაწილეობის საშუალებაც 19 მილიონამდე ადამიანს ექნება. ეს პირველი არჩევნებია პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკის დამხობის შემდეგ. კენჭისყრა 6 კვირის განმავლობაში, რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. პირველი ეტაპის წინასწარი შედეგებით ლიდერობს ორი ისლამისტური ბლოკი, რომელთაც, საერთო ჯამში, ამომრჩევლების ორმა მესამედმა მისცა ხმა.