ქაბულში დღეს ერთმანეთს შეხვდებიან ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი და აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლეონ პანეტა. განხილვის მთავარი თემაა ამერიკისა და მისი მოკავშირეების ჯარების ავღანეთიდან გაყვანა. ეს პროცესი 2014 წლის ბოლოსათვის უნდა დასრულდეს. ნატოს ძალები კონტროლს უსაფრთხოებაზე ეტაპობრივად გადასცემენ ავღანეთის ხელისუფლებას.