პაკისტანში მოეწყო თავდასხმა არმიის ავტოკოლონაზე

პაკისტანელი ოფიციალური პირის ცნობით, ექსტრემისტებმა გზის პირას ჩადებული ბომბი ააფეთქეს არმიის ავტოკოლონასთან, რასაც მოჰყვა შეტაკება, რომელშიც დაიღუპნენ ერთი ჯარისკაცი და 20 ექსტრემისტი. ამავე წყაროს ცნობით, დაჭრილია 20 ექსტრემისტი. თავდასხმა მოეწყო ზემო ორაკზაის რაიონში, რომელიც მდებარეობს ავღანეთის საზღვრის მახლობლად. ამ რეგიონში ძლიერი პოზიციები აქვთ პაკისტანის თალიბანის ლიდერის, ჰაკიმულა მეჰსუდის ერთგულ მეამბოხეებს.