ავღანეთში გაათავისუფლეს 5 დეკემბერს გატაცებული 11 პოლიციელი

ავღანეთში გათავისუფლებულია 11 პოლიციელი, რომლებიც თითქმის ორი კვირის წინათ გაიტაცეს პროვინცია ბადახშანში. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობოით, 5 დეკემბერს პოლიციელთა ჯგუფს საფრიდან დაესხნენ თავს ვარდუჯის რაიონში. მათგან ორი დაიღუპა, ოთხი კი დაიჭრა. პარასეკვს ავღანეთის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა და საერთაშორისო სამხედრო ძალებმა მძევლების გასათავისუფლებლად ოპერაცია ჩაატარეს. დაკავებულია ოცამდე მეამბოხე.