რუსეთის ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა დამოუკიდებელ კანდიდატებს

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა დამოუკიდებელ კანდიდატებს. ესენი არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ედუარდ ლიმონოვი, გადამდგარი გენერალი ლეონიდ ივაშოვი და ბეჭდვითი სიტყვის მინისტრი, პუბლიცისტი ბორის მირონოვი.