სირიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას მეთვალყურეების შეშვებაზე

სირიამ ხელი მოაწერა ოქმს, რომლითაც ივალდებულა უცხოელი მეთვალყურეების შეშვება თავის ტერიტორიაზე. ამ ზომას ითვალისწინებს არაბული ლიგის გეგმა, ბოლო მოეღოს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ოპონენტების წინააღმდეგ ცხრა თვის წინ დაწყებულ რეპრესიებს. სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვალიდ ალ-მოალემის განცხადებით, შესაბამისი ოქმი გააფორმეს არაბული ლიგის შტაბ-ბინაში, კაიროში. სირიამ ორი კვირით დააყოვნა ოქმზე ხელის მოწერა მიუხედავად იმისა, რომ დათანხმდა გეგმით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. არაბულ ლიგას შეჩერებული აქვს მასში სირიის წევრობა და გამოცხადებული აქვს დამასკის წინააღმდეგ სანქციები.