ირანის საზღვაო ფლოტმა საერთაშორისო წყლებში წვრთნა დაიწყო

ირანის საზღვაო ფლოტმა დღეს დაიწყო 10 დღიანი წვრთნა, რომელიც ომის სიმულაციასაც ითვალისწინებს. წვრთნა საერთაშორისო წყლებში მიმდინარეობს, ნავთობის გადაზიდვის სტრატეგიული გზის სიახლოვეს - რომელიც ჰორმუზის სრუტეზე გადის. სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ იუწყება, რომ წვრთნის შედეგად შესაძლოა ირანის გემები მიუახლოვდნენ აშშ-ის სამხედრო ფლოტის გემებს, რომლებიც იმ არეალშია განთავსებული. გავრცელებული ცნობებით, ტანკერებით გადაზიდული ნავთობის მთელი, გლობალური მოცულობის ერთი მესამედი გაივლის ჰორმუზის სრუტეს - რომელიც სპარსეთის ყურეს დაჰყვება.