შეწყალების კომისიამ 73 მსჯავრდებულის თხოვნა დააკმაყოფილა

პატიმართა შეწყალების კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა 73 მსჯავრდებულის სახელზე. ამ ჯგუფიდან 10 პატიმარს სასჯელი უნდა გაუნახევრდეს, დანარჩენები კი საახალწლოდ უნდა გათავისუფლდნენ. საინფორმაციო სააგენტო "პირველი" იუწყენა, რომ შეწყალებულთა შორის 15 ქალი და ერთი არასრულწლოვანი გოგონაა. სხდომაზე სულ 139 განაცხადი განიხილეს. კომისიის წევრთა რეკომენდაციას ახლა ხელი საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.