ბიძინა ივანიშვილი რუსეთის მოქალაქე აღარ არის

ოპოზიციონერ ბიზნესმენს, ბიძინა ივანიშვილს რუსეთის მოქალაქეობა შეუწდა. ივანიშვილის პრეს-სამდივნოს ცნობით, მან ამის შესახებ დოკუმენტი შვეიცარიის საელჩოსგან მიიღო. ამჟამად ივანიშვილი მხოლოდ საფრანგეთის პასპორტს ფლობს. საქართველოს საქალაქო სასამართლომ ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხზე გადაწყვეტილება ხვალ უნდა გამოაცხადოს.