ავღანეთი და ჩინეთი სანავთობო კონტრაქტს აფორმებენ

ავღანეთის წიაღისეულის სამინისტროს ინფორმაციით, უწყება აპირებს ხელი მოაწეროს ნავთობის მოძიებისა და მოპოვების შესახებ კონტრაქტს ჩინეთის სახელმწიფო სანავთობო კორპორაციასთან. სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის თანახმად, პირველად შეთანხმებას ხელი 28 დეკემბერს მოეწერება. მანამდე კი 26 დეკემბერს ავღანეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა გარიგებას ჩინეთის სახელმწიფო სანავთობე კორპორაციასთან, რათა აწარმოოს სამუშაოები ფარიაბის პროვინციაში და სარი პულის რაიონის მახლობლად. წინასწარი ინფორმაციით, ამ რაიონში არსებულ ნიადაგში 87 მილიონი ბარელის მოცულობის ნავთობისა საბადო უნდა იმყოფებოდეს.