ეგვიპტეში ჰოსნი მუბარაკის სასამართლო პროცესი გრძელება

კაიროში დღეს გაგრძელდა ეგვიპტის ყოფილი, სახალხო გამოსვლების შედეგად დამხობილი პრეზიდენტის, 83 წლის ჰოსნი მუბარაქის სასამართლო პროცესი. მუბარაკი ეჭვმიტანილია კორუპციასა და კაიროში, ტაჰრირის მოედანზე, შარშანდელი გამოსვლების მონაწილეთა მკვლელობასთან კავშირში. ის სასამართლოს შენობაში სამედიცინო საკაცით მიიყვანეს. მას საავადმყოფოში მკურნალობენ. პროცესი 3 აგვისტოს დაიწყო.