მექსიკის ციხეში არეულობის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა
მექსიკის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ალტამირის ციხეში 31 ადამიანი დაიღუპა და 22 დაიჭრა პატიმრებს შორის შეტაკების შედეგად. პოლიციის ცნობით, არეულობა გამოიწვია ნარკოკარტელებთან დაკავშირებული ორი დანაშაულებრივი დაჯგუფების შეტაკებამ.