ბაღდადში აფეთქებამ 10 ადამიანი შეიწირა

ბაღდადის შიიტურ რაიონში ორი აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და ათზე მეტი დაიჭრა. ერთი ბომბი მოტოციკლზე იყო დამაგრებული, მეორე კი გზის პირას იყო დამონტაჟებული. აფეთქებები ხდება ერაყში სუნიტებსა და შიიტებს შორის არსებული დაპირისპირების ფონზე. დეკემბრის ბოლოს ბაღდადის შიიტურ რაიონებში აფეთქებების შედეგად 70-მდე ადამიანი დაიღუპა.