გათავისუფლებულ ქართველ მეზღვაურებს საქართველოში 14 იანვრის შემდეგ ელოდებიან.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს პრესსამსახურში სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, რომ სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან გათავისუფლებულ ქართველ მეზღვაურებს საქართველოში 14 იანვრის შემდეგ ელოდებიან. მეზღვაურების გათავისუფლების პირობებსა და დეტალებზე სააგენტოში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ. თუმცა აღნიშნავენ, რომ მეკობრეებისთვის გამოსასყიდი არ გადაუხდიათ.