ირანის პრეზიდენტი ვენესუელაში ჩავიდა

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ვენესუელაში ვიზიტით დაიწყო ოთხდღიანი ტურნე ლათინური ამერიკის სახელმწიფოებში. აჰმადინეჟადი ირანის პრეზიდენტის რანგში მეხუთედ სტუმრობს ვენესუელას, სადაც მის მოკავშირესა და აშშ-ის პოლიტიკის მკაცრ კრიტიკოს, ქვეყნის პრეზიდენტ უგო ჩავესთან გამართავს შეხვედრას. კარაკასიდან აჰმადინეჟადი მოსალოდნელია, რომ ესტუმრება ნიკარაგუას, კუბასა და ეკვადორს. ვიზიტის დაწყებამდე აშშ-ებმა მოუწოდა ლათინური ამერიკის სახელმწიფოებს, რათა არ განამტკიცონ კავშირები ირანთან. სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ „უიმედოა მეგობრობა“ ქვეყანასთან, რომელსაც სადავო ბირთვული პროგრამის გამო, მზარდი ეკონომიკური სანქციები ემუქრება.