სახელმწიფო ბრალდება გერმანიაში სამუდამო პატიმრობას ითხოვს კოსოვოელი მამაკაცისათვის, რომელმაც 2011 წლის მარტში ფრანკფურტის აეროპორტში ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად ორი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ორი - დაიჭრა. ბრალდება მიიჩნევს, რომ არიდ უკამ დანაშაულის ისლამისტური ექსტრემიზმის მოტივით ჩაიდინა. გამოძიება დარწმუნებულია, რომ მას არ აქვს კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციებთან და მარტო მოქმედებდა. მოსალოდნელია, რომ ფრანკფურტის სასამართლო განაჩენს 19 იანვარს გამოაქვეყნებს.