ევროკავშირი 23 იანვარს იმსჯელებს ირანის წინააღმდეგ ემბარგოზე

ევროკავშირის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ 23 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გადაწყვეტენ, შემოიღონ თუ არა ემბარგო ირანიდან ნავთობის იმპორტზე. აქამდე ეს შეხვედრა 30 იანვრისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ გადაწყდა, რომ უფრო ადრე გაიმართება, რათა არ დაემთხვეს ევროკავშირის სამიტს იმავე დღეს. ევროკავშირში უკვე მიღწეულია წინასწარი შეთანხმება ირანის ნავთობზე ემბარგოს საჭიროების შესახებ, რითაც გრძელდება დასავლეთის ზეწოლა ირანის მიერ ბირთვული პროგრამის შეწყვეტის მოთხოვნით.