თეირანში აფეთქებამ ბირთვული საკითხების მეცნიერი შეიწირა

თეირანში ავტომობილზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად 32 წლის მუსტაფა ახმადი-როშანი დაიღუპა. ის ურანის გამდიდრების ქარხნის ერთ-ერთ ქვეგანყოფილებას განაგებდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ირანში სამი მსგავსი თავდასხმა მოხდა ბირთვულ საკითხებზე მომუშავე მეცნიერებზე. ირანის ხელისუფლება ბრალს ამერიკისა და ისრაელის სპესამსახურებს სდებს. ორივე ქვეყანა ამ ბრალდებებს უარჰყოფს.