ავღანეთში, ყანდაარში, მოზარდმა თვითმკვლელმა აფეთქება მოაწყო

ავღანეთის სამხრეთში, ყანდაარში, პოლიციის განყოფილებაში აფეთქება მოაწყო 14-15 წლის თვითმკვლელმა. პოლიციის უფროსის თქმით, ის შენობაში შევიდა საბაბით, თითქოს საჩივარი ჰქონდა შესატანი. აფეთქებისას დაშავდა ერთი პოლიციელი.