ირანის პრეზიდენტი ნიკარაგუის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო

ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი დაესწრო ნიკარაგუის პრეზიდენტის, დანიელ ორტეგას ინაუგურაციას მესამე ვადით. ირანის პრეზიდენტი ცერემონიას დაესწრო თავის სამხრეთამერიკელ მოკავშირე და აშშ-ის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ვენესუელის პრეზიდენტ უგო ჩავესთან ერთად. ორტეგას, სტუმრისთვის, აჰმადინეჟადისთვის შეუთავაზებია მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობასთან დაპირისპირებაში და უთქვამს, რომ ქვეყნებს აქვთ უფლება განავითარონ ბირთვული ენერგეტიკა.